იტალიის თასის 1/8 ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა რომში შედგა, სადაც ერთმანეთს ლაციო და ნაპოლი დაუპირისპირდნენ.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ნაპოლი ამ მატჩში გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდოდა და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა.
ლაციომ მეტოქე 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ნოლსინი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ნაპოლიდან ერთადერთი გოლი სიმეონემ გაიტანა.
ნეაპოლელთა ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და კონტეს მოედანზე არც შემოუყვანია.