იტალიურ და გერმანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება — თუ რომას მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი გუნდს დატოვებს, მის მთავარ შემცვლელად ფრენკ ლამპარდს განიხილავენ! იტალიური გუნდი 46 წლის ინგლისელი სპეციალისტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და როგორც ირკვევა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც უკვე შედგა.
ივან იურიჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბოლოდროინდელი ცნობებით, 49 წლის ხორვატის რომადან წასვლა უბრალოდ დროის ამბავია და მისი მომავალი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. იურიჩმა დედაქალაქური გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც კლუბმა დანიელე დე როსი გაუშვა. ხორვატმა "ჯალოროსიში" მუშაობა 18 სექტემბერს დაიწყო, ამ დროში გუნდმა მისი ხელმღძვანელობით კი 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 შეხვედრაში დამარცხდა.
რაც შეეხება ფრენკ ლამპარდს, ჩელსის დატოვების შემდეგ, ინგლისელს შემოთავაზებები არ ჰქონია, შესაბამისად, სერია ა-ს გუნდის გაწვრთნა შეიძლება მის გეგმებში შედიოდეს.