საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ლილსა და პსჟ-ს შორის. მოგეხსენებათ, პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონებმა ვერ მოიგეს და რენთან ფრედ 2:2 ითამაშეს.
ეს მატჩიც დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა, როცა ლილმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, სხვაობა ორამდე კი 84-ე წუთზე გაზარდა.
თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, თუმცა პსჟ არ დანებდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანა, თავი ჯერ ვიტინიამ გამოიჩინა, შემდეგ კი ანგარიში მარკინიოსმა გაათანაბრა - 2:2.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.











