ChatGPT-იმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული დაასახელა. ხელოვნური ინტელექტის აზრით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი ბარსელონა გახდება, რომელიც ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს მოუგებს. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდება.
"ბლაუგრანას" მხრიდან დუბლს შეასრულებს რობერტ ლევანდოვსკი და ერთ გოლს გაიტანს ლამინ იამალი, პსჟ-ს მხრიდან კი ორ ბურთს ოსმან დემბელე შეაგდებს. რაც შეეხება უფრო ადრეულ სტადიებს, კატალონიელები ფინალამდე მოუგებენ მილანის ინტერს, დორტმუნდის ბორუსიასა და ლისაბონის ბენფიკას.
პარიზული გუნდი გადალახავს მადრიდის რეალის, ლივერპულისა და ბირმინგემის ასტონ ვილას ბარიერს. ასეთია ChatGPT-ის პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაზე.