ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის რიგით მე-4 გრან პრი აშშ-ში, მაიამის საქალაქო ტრასაზე გაიმართა, სადაც პირველობა არავის დაუთმო კიმი ანტონელიმ.
მერსედესის 19 წლის იტალიელმა მრბოლელმა კვალიფიკაცია მოიგო და სტარტი პირველი ადგილიდან აიღო. რბოლის განმავლობში, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, საბოლოო გამარჯვება კიმი ანტონელის დარჩა, რომელმაც წელს ზედიზედ მესამე გრან პრი მოიგო.
მაიმის გრან პრიზე მეორე ადგილი მაკლარენის მოქმედა ჩემპიონმა, ლანდო ნორისმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი გავიდა.
2026 წლის მაიამის გრან პრის TOP 10
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის შემდეგი, მე-5 გრან პრი 24 მაისს, კანადაში, ლეგენდარულჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომზე ჩატარდება.








