ფორმულა 1 — იაპონიის გრან პრის კვალიფიკაცია მაქს ვერსტაპენმა მოიგო

27 წლის ნიდერლანდელმა მრბოლელმა უსწრაფესი 1:26.983 წუთში გაიარა და მეორე ადგილზე გასულ ლანდო ნორისს 0,012 წამით აჯობა. ხვალინდელ რბოლას მესამე ადგილიდან ნორისის თანაგუნდელი, ოსკარ პიასტრი დაიწყებს.
წარუმატებელი გამოდგა იუკი ცუნოდას სადებიუტო კვალიფიკაცია რედ ბულში — იაპონელმა მრბოლელმა მხოლოდ მე-15 ადგილის დაკავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ლიამ ლოუსონი, რომელიც რედ ბულიდან რეისინგ ბულში გადავიდა, მე-14 პოზიციიდან აიღებს სტარტს.
იაპონიის გრან პრის კვალიფიკაცია, TOP 10:
1) მაქს ვერსტაპენი (რედ ბული)
2) ლანდო ნორისი (მაკლარენი)
3) ოსკარ პიასტრი (მაკლარენი)
4) შარლ ლეკლერი (ფერარი)
5) ჯორჯ რასელი (მერსედესი)
6) კიმი ანტონელი (მერსედესი)
7) ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი)
8) ლუის ჰამილტონი (ფერარი)
9) ალექსანდერ ალბონი (უილიამსი)
10) ოლივერ ბირმანი (ჰაასი)
2025 წლის იაპონიის გრან პრის რბოლა ხვალ, 6 აპრილს თბილისის დროით დილის 9 საათზე აიღებს სტარტს.







