ფორმულა 1-ის 2025 წლის მე-4 გრან პრის კვალიფიკაცია მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა, ოსკარ პიასტრიმ მოიგო, რომელმაც უსწრაფესი წრე 1:29.841 წუთში გაიარა და პოულ პოზიცია მოიპოვა.
კვალიფიკაციაზე მეორე ადგილი მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ფერარის მონეგასკი მრბოლელი, შარლ ლეკლერი გავიდა. რასელი კვალიფიკაციის შემდეგ დააჯარიმეს და 1 პოზიცია დაკარგა, შესაბამისად, რბოლას მესამე ადგილიდან დაიწყებს.
ბაჰრეინის გრან პრი, სასტარტო პოზიციები
The starting grid for the 2025 Bahrain Grand Prix 👀#F1 #BahrainGP pic.twitter.com/LMp2hQWdak
— Formula 1 (@F1) April 12, 2025
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის რიგით მე-4, ბაჰრეინის გრან პრის რბოლა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.












