ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა თავისი მშობლიური გუნდის ერთ-ერთი თავდამსხმელი ფორმის პიკში მყოფ ფერნანდო ტორესს შეადარა. ინგლისელი ყოფილი შუახაზელისთვის ასეთი ფორვარდი უგო ეკიტიკე არის.
"ეკიტიკე ლივერპულში მოთამაშე ფორმის პიკში მყოფ ტორესს მაგონებს. მსგავსება ცალსახაა - სისწრაფე, ეფექტურობა და ცივსისხლიანობა. ფერნანდოს მსგავსად, უგოს თუ მისცემ სივრცეს, მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება."
ინგლისელ ყოფილ ნახევარმცველს უპასუხა თავად ფრანგმა თავდამსხმელმა, ვინც აღნიშნა, რომ ესპანელ შემტევამდე მას ჯერ ბევრი უკლია. ეს საუბარი შედგა ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში, რომელშიც მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე ნიუკასლი გაანადგურეს.
"ტორესი? ბევრი თამაში არ მაქვს ნანახი. ბავშვობაში ვერ ვუყურებდი პრემიერ ლიგას, რადგან დედაჩემს გამოწერის გადასახდელი საკმარისი ფული არ ჰქონდა. ვუყურე ფერნანდოს რამდენიმე ვიდეოს და მინდა ავღნიშნო, რომ ის გამორჩეული მოთამაშეა და მის დონემდე ბევრი მიკლია."








