ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ფერმინ ლოპესის ახალ ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"ფერმინის ტრავმის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ზაფხულში მან ორი ტურნირი ითამაშა და ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელთან ამის შესახებ უნდა მესაუბრა... მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ბარსელონაში ახალი მოსული ვიყავი და ამაზე არ მიფიქრია".
ფერმინმა ახალი ტრავმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბარსელონას ოფიციალური გვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი 3-4 კვირას გამოტოვებს.