ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში ოფიციალურად გადავიდა. იტალიურმა გუნდმა თავისი ყოფილი შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მიიღო, რითაც ქართველი ვინგერის ტრანსფერი "პარტენოპეის" ისტორიაში ყველაზე მომგებიანი გამოდგა. საქმე ისაა, რომ მისმა პსჟ-ში გადასვლამ "ლურჯებს" €56.7 მილიონიანი სუფთა მოგება მოუტანა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ბათუმის დინამოდან "აძურიში" 13.3 მილიონ ევროდ გადავიდა, მისმა პარიზში გაყიდვამ კი იტალიურ გუნდს როგორც აღვნიშნეთ, €70 მილიონი მოუტანა. "ლურჯ-წითლების" ახალი მე-7 ნომერი ამ მხრივ უსწრებს მარადონას ბინადრების ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ედინსონ კავანი და გონსალო იგუაინი.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ნაპოლის 5 ყველაზე მომგებიანი ტრანსფერი Transfermarkt-ის მიხედვით:
1. ხვიჩა კვარაცხელია - ყიდვა: €13.3 მილიონი | გაყიდვა: €70 მილიონი | მოგება: €56.7 მილიონი
2. ედინსონ კავანი - ყიდვა: €12 მილიონი | გაყიდვა: €64.5 მილიონი | მოგება: €52.5 მილიონი
3. გონსალო იგუაინი - ყიდვა: €39 მილიონი | გაყიდვა: €90 მილიონი | მოგება: €51 მილიონი
4. ჟორჟინიო ფრელო - ყიდვა: €9.5 მილიონი | გაყიდვა: €57 მილიონი | მოგება: €47.5 მილიონი
5. კალიდუ კულიბალი - ყიდვა: €7.75 მილიონი | გაყიდვა: €41.9 მილიონი | მოგება: €34.15 მილიონი