სეზონის მთავარი დაპირისპირება ფილადელფიელების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათივე გამარჯვებით, 7-0 დასრულდა. მეორე მეოთხედში, იგლზმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, 17-0 მოიგო და შესვენებაზე 24 ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მესამე მეოთხედში ფილადელფიამ 10-6 იმარჯვა და მატჩის დასკვნითი ფაზის წინ უდიდესი ჰანდიკაპი მოიპოვა. ბოლო მეოთხედში კანზას სიტი ჩიფსი უკეთესი იყო, 16-6 მოიგო, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა და ზედიზედ ორი მოგებული სუპერ ბოულის შემდეგ, ჩემპიონობა ფილადელფია იგლზს გადაულოცა.
SUPER BOWL CHAMPIONS!
— Philadelphia Eagles (@Eagles) February 10, 2025
THIS ONE’S FOR YOU PHILLY! pic.twitter.com/tWxrzozMQU








