FIA-მ ფერარი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ჩინეთი გრან პრის შედეგები გაუნულა

აღნიშნული გრან პრის დასრულების შემდეგ, FIA-მ რუტინული შემოწმების შემდეგ, ლუის ჰამილტონი, შარლ ლეკლერი და პიერ გასლი დისკვალიფიკაციით დასაჯა და გრან პრის რბოლის შედეგები გაუუქმა.
გრან პრის შემდეგ ტრადიციულ შემოწმებაზე, FIA-მ დაადგინა, რომ ლეკლერის და გასლის ბოლიდები დასაშვებ წონაზე ნაკლებს იწონიდნენ, ხოლო ჰამილტონის ბოლიდის ძირი დაშვებულ ზღვარზე მეტად იყო გაცვეთილი. წესების მიხედვით, ორივე შემთხვევა დისკვალიფიკაციით და გრან პრიზე ნაჩვენები შედეგის განულებით ისჯება.
2025 წლის ჩინეთის გრან პრის რბოლაზე შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს, ხოლო პიერ გასლი მე-11 პოზიციაზე გავიდა, თუმცა, სამივე პილოტის შედეგები განულებულია.








