ჰაასმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაფაელ კამარა 2027 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში იასპარეზებს. Ferrari-ს აკადემიის 21 წლის ბრაზილიელმა გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესტებან ოკონს ჩაანაცვლებს. კამარა ჰაასში ოლივერ ბერმანს შეუწყვილდება. ბრაზილიელი ამჟამად ფორმულა 2-ში Invicta Racing-ის შემადგენლობაში ასპარეზობს და სადებიუტო სეზონში ჩემპიონატის ლიდერია.
Signed, sealed, delivered. 🇧🇷✍️ We're excited to announce the signing of Rafael Câmara on a multi-year contract. The Brazilian racer will make the step up to Formula 1 at the start of the 2027 season. #HaasF1 #F1 https://t.co/C4AsVgGgw8
— TGR Haas F1 Team (@HaasF1Team) October 15, 2026
კამარამ ჰაასის ხელმძღვანელების ყურადღება თავისი შედეგებითა და ტესტებზე ნაჩვენები სისწრაფით მიიპყრო. ბრაზილიელი 2022 წელს Ferrari-ს აკადემიას შეუერთდა, 2025 წელს კი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა. მან მიმდინარე სეზონში ფორმულა 2-შიც არაერთი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის ლიდერობა დაიკავა. ჰაასში გადასვლით კამარა ფორმულა 1-ში დებიუტისთვის ემზადება, ხოლო გუნდი Ferrari-ს აკადემიის ორ მრბოლელს, კამარასა და ბერმანს გააერთიანებს.
კამარას ფორმულა 1-ში გადასვლა ბრაზილიისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. 2027 წლის სეზონში ქვეყანას ჩემპიონატში ორი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება, რადგან გაბრიელ ბორტოლეტო Audi-ს შემადგენლობაში ასპარეზობას გააგრძელებს. ბრაზილიას ფორმულა 1-ში ერთდროულად ორი მრბოლელი ბოლოს 2016 წელს ჰყავდა. რაც შეეხება ესტებან ოკონს, ფრანგი ჰაასს 2026 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, თუმცა მისი მომავალი გუნდი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.











