ხშირად ამბობენ, რომ გიორგი მამარდაშვილი სრულყოფილი და შემდგარი მეკარეა, თუმცა ერთ კომპონენტში გაუმჯობესება სჭირდება და ეს კომპონენტი ფეხით თამაშია.
საქართველოს ნაკრების მეკარემ უკვე ეს კომპონენტიც ისე გააუმჯობესა, როგორც დანარჩენი სხვები. უჭირდა პენალტების მოგერიება, ივარჯიშა და დახვეწა, დამაჯერებელია გამოსვლებზე, წარმართავს თამაშს და ამ ყველაფერს ფეხით თამაშიც დაემატა.
23-წლამდე მეკარეებს შორის მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში გაკეთებული ზუსტი პასებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
როგორც ჩანს, მამარდამ ფეხით თამაშის გაუმჯობესებაზეც ბევრი იმუშავა და შედეგი სახეზეა. მომდევნო წელს ის ლივერპულს სრულიად მომზადებული შეუერთდება.
ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემები:
იულიენ აგირეზაბალა (ბილბაო) - 96.43%
გილუმ რესტე (ტულუზა) - 95.65%
ზიონ სუზუკი (პარმა) - 88.89%
ლუკას შევალიე (ლილი) - 88.64%
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 87.61%