სერია ა-ს მორიგი ტურის წინ, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? ამაზე უკვე დიდი ხანია რაც პრესაში საუბრობენ. სიმართლეა, რომ მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაწყებულია. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის.
მე შემიძლია იმის თქმა, რომ ხვიჩა აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ის სერიოზული და სამაგალითო პროფესიონალია და ამ სეზონზე უნდა იყოს ორიენტირებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი დალაგდება და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
უნდა შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მხარეს. მომდევნო წლებზე საუბარს არ დავიწყებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს სეზონია და იმედია ხვიჩა სეზონის ბოლომდე ნაპოლის მაისურისთვის ყველაფერს გააკეთებს. ის უნდა იყოს ორიენტირებული ფეხბურთის თამაშზე. მე არ ვღელავ მის კონტრაქტთან დაკავშირებით."
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს, LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მამუკა ჯუღელი იტალიაში იმყოფება, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნაპოლის უფროსობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენი ინფორმაციით, "პარტენოპეი" ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში €5-6 მილიონს სთავაზობს, ჯუღელი კი €8 მილიონს ითხოვს.
კრიშტიანუ რონალდუს პერსონის გარშემო საუბრები არ სრულდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული თავდამსხმელის ალბათ ყველაზე ცნობილი ქომაგი, პირს მორგანი, რომელმაც Daily Maily-ის ჟურნალისტთან, ოლივერ ჰოლტთან დიალოგში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჰოლტი - "კრიშტიანუ…
La Gazzetta Georgia-ს გათამაშება გრძელდება — გამოიცანი, რომელ წუთზე გავა მატჩში პირველი გოლი და მოიგე შენთვის სასურველი საფეხბურთო კლუბის მაისური! მიმდინარე კვირის მატჩი: მანჩესტერ სიტი vs პარი სენ-ჟერმენი. წესები საკმაოდ მარტივია: - გაიარეთ რეგისტრაცია LaGazzetta.ge-ზე; - დააფიქ…
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს. დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვე…
ლეგენდარული იაპ სტამი თვლის, რომ მანჩესტერ სიტის უნდა ჩამოერთვას ტიტულები, მას შემდეგ, რაც კლუბს ფინანსურ დარღვევებში ბრალი წარუდგინეს. ყოფილი ნიდერლანდელი უკანახაზელის აზრით, დაუსჯელობის შემთხვევაში, იგივეს ინგლისის ჩემპიონატის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ. "ვფიქრობ, მან სიტ…
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…