მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართულ კლუბებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქუთაისის ტორპედოა.
მათ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელეს და ლილის ფეხბურთელი, კისლეი ზიტა გაიფორმა, რომელმაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ზიტა „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.
„ტორპედოს“ ახალწვეული სწორედ „ლილის“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ეს უკანასკნელი ყველა ასაკობრივის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ", - წერია განცხადებაში.
ზიტას დებიუტი ტორპედოს მაისურით სწორედ დღეს, ამხანაგურ მატჩში, ნორვეგიული პოდის წინააღმდეგ შედგება.