LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედომ ერთ დღეში ორი ტრანსფერი განახორციელა და მატეო ითრაკის შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი კრისტიან რივერა დაიმატა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ორივე მათგანმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა. რივერა კლუბთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს.
27 წლის ნახევარმცველი თავის დროზე ბარსელონა ბ-ში, ლას პალმასში, ეიბარში და სხვა ესპანურ კლუბებში თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ ლა ლგის ეგიდით მას 60 მატჩამდე აქვს ჩატარებული და ბოლოს ხიხონის სპორტინგის მოთამაშე იყო.