საფეხბურთო სკაუტმა, ბენ მატისონმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, თუ როგორი ფასდაუდებელი ფეხბურთელი ის უოტფორდისთვის. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ქართველმა ფლეიმეიქერმა "ყვითლები" ზაფხულში დატოვოს. მის მიმართ ინტერესს ევერტონი და ვულვზი იჩენენ.
"ბურთის წამღები ფეხბურთელები, როგორიც არის ჩაკვეტაძე, ფასდაუდებელნი არიან. მათ გუნდი პირველი ორი ფაზიდან გადაჰყავთ პირდაპირ მესამეში და გიორგი სწორედ ასეთი მოთამაშეა. დღევანდელი უოტფორდი მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა ინგლისელმა სკაუტმა.
შეგახსენებთ, რომ "ყვითლების" ლიდერმა მიმდინარე სეზონის 30 შეხვედრაში მოასწრო ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაფორმება. ასევე გამოსარჩევია ის, თუ რამხელა გავლენას ახდენს ჰართფორდშირელთა მე-8 ნომერი თამაშის მიმდინარეობაზე.