თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში დღეს რაპირით მოფარიკავე გოგოებმა იასპარეზეს, კაცთა შორის შეჯიბრება კი ხმლით ფარიკაობაში დაიწყო.
ქართველთაგან კაცებს შორის ბექა ბაზაძემ, ვახტანგ არჩვაძემ და გიორგი ურუშაძემ იასპარეზეს.
გოგოებს შორის კი ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი, მარიამ ელიავა ჩაერთნენ შეჯიბრებაში.
ხმლით ფარიკაობაში ბექა ბაზაძემ 4 ბრძოლა მოიგო, T128 გამოტოვა, პრე 64-ში ჰონგ კონგელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 15:14 დაამარცხა და T64-შია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბექა ხვალ ძირითადი ტაბლოდან გააგრძელებს ასპარეზობას.
T64-ში მოსახვედრად თითო მოგება დააკლდათ ანანო ჯინჭარაძესა და ლიზა თაყაიშვილს.
ხვალ გოგოებს შორის რაპირით, კაცთა შორის კი ხმლით ფარიკაობაში მედლები გათამაშდება, მედლისთვის ბრძოლაში T64-დან ჩაერთვება საქართველოს ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე.
ხვალ გუნდური შეჯიბრება დაიწყება კაცთა შორის რაპირით, გოგოებს შორის კი და დაშნით ასპარეზობაში, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი საშეჯიბრო დღე 25 ივლისს, 09:00 საათზე აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, შეჯიბრება თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თბილისი არენაზე ტარდება.
ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია








