საფეხბურთო სეზონი ევროპის ტოპ 5 ლიგაში დასასრულს უახლოვდება და შეგვიძლია თვალი გადავავლოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ბურთი გაიტანეს. სიაში გვხვდება გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც პიერ ობამეიანგთან, ვინი ჟუნიორსა და ჟან მატეტასთან ერთად, ამ დროისთვის 11 ბურთი გაიტანა.
პირველ ადგილზე არის ჰარი კეინი, რომელსაც ამჟამად 15 გოლი დაუგროვდა. ერთი ბურთით ნაკლები კოულ პალმერსა და ჯონატან დევიდს აქვთ. 10-ეულში ასევე არის მანჩესტერ სიტის ორი შემტევი: ერლინგ ჰოლანდი (13 გოლი) და ფილ ფოდენი (12 გოლი).
სრული სია კი ასე გამოიყურება:
1. ჰარი კეინი (ბაიერნი) - 15 გოლი 17 მატჩში
2. კოულ პალმერი (ჩელსი) - 14 გოლი 16 მატჩში
3. ჯონატან დევიდი (ლილი) - 14 გოლი 16 მატჩში
4. ერლინგ ჰოლანდი (სიტი) - 13 გოლი 15 მატჩში
5. ალექსანდერ სორლოტი (ვილიარეალი) - 13 გოლი 16 მატჩში
6. ლუის ოპენდა (ლაიფციგი) - 13 გოლი 17 მატჩში
7. ფილ ფოდენი (სიტი) - 12 გოლი 15 მატჩში
8. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) - 12 გოლი 15 მატჩში
9. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) - 11 გოლი 15 მატჩში
10. გიორგი მიქაუტაძე (მეცი) - 11 გოლი 16 მატჩში
11. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი) - 11 გოლი 16 მატჩში
12. ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი) - 11 გოლი 17 მატჩში