დღეს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართელოდან 4 ძიუდოისტი იასპარეზებს.
ევროპირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ქართლთა შორის -57 კგ კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე გავლენ, ეთერ ასკილაშვილი -63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
მამაკაცთა შორის კი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს. ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ჩეხეთის წარმომადგენელ ჩუსნიდინ კარიმოვისა და კვიპროსელ კიპრიანოს ანდრეუს შორის გამარჯვებულთან დაუპირიპირდება.
ასევე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ ). ქართველი ესპანელ მარტა გარსია მარტინსა და IJF-ის სახელით გამომსვლელ დარია კურბონმამადოვას შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზებს ნინო ლოლაძე პირველ შეხვედრას ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვაა წინააღმდეგ გამართავს.
ეთერ ასკილაშვილის პირველი მეტოქე ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგი იქნება.
ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, შეჯიბრის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედალი მოიპოვა.
ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია








