ევროპა ლიგის მე-2 ტურის ადრეული მატჩები დასრულდა. მაყურებლებმა საინტერესო დაპირისპირებები იხილეს, სადაც საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა.
პირველ ტურში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მილანმა ავსტრიაში ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა და ზალცბურგი უშანსოდ გაანადგურა.
გამორჩეული პერფორმანსი შემოგვთავაზა ალპაჯო სისემ, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ზალცბურგი 0-4 მილანი
გოლები: 0-1 ალპაჯო სისე 15', 0-2 ალპაჯო სისე 32', 0-3 ალპაჯო სისე 49', 0-4 გონსალუ რამუში 72'.
სხვა მატჩების შედეგები:
ალკმაარი 2-1 ჰაპოელ ბეერ შევა
ლეხ პოზნანი 0-4 ლევერკუზენი
ლიონი 3-2 კრისტალ პალასი
როიალ უნიონი 1-1 რეალ სოსიედადი
სპარტა პრაღა 1-1 ლილესტრიომი
ტორეენსე 1-2 სანდერლენდი
ცელიე 0-3 ომონია











