ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი საფრანგეთში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლიონისა და სტიაუა ბუქარესტის დაპირისპირება იხილა. პაულუ ფონსეკას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, რადგან პირველ მატჩში მისმა გუნდმა მეტოქე 1-3 დაამარცხა. ლიონმა რუმინულ გუნდს განმეორებით შეხვედრაშიც საკმაოდ მარტივად მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
მოედანზე საუკეთესო გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც დუბლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 24 წლის ფორვარდის პერფორმანსი Sofascore-ზე 9.8 ქულით შეფასდა. გიორგი მიქაუტაძეს ევროპა ლიგაზე უკვე 4 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
ევროპა ლიგის 1/4 ფინალში, ფრანგული გუნდის მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იქნება.
ლიონი 4-0 სტიაუა ბუქარესტი
გოლები: 1:0 მიქაუტაძე 14', 2:0 ნუამა 37', 3:0 მიქაუტაძე 47', 4:0 ნუამა 88'.