დასრულდა ევროპა ლიგის გვიანდელი შეხვედრებიც. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ორი შეხვედრა: ჰოფენჰაიმი - ლიონი და რიგასი - ანდერლხეხტი. დავიწყოთ პირველით: ფრანგულმა კლუბმა ითამაშა ფრე, 2:2. გიორგი მიქაუტაძემ მატჩი დაიწყო ძირითადში, მაგრამ 61-ე წუთზე ის შეცვალეს.
ოლიმპიკი მარცხდებოდა 66-ე წუთამდე და როგორც ვხედავთ, ყველაფერი საინტერესო აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელის გასვლის შემდეგ მოხდა. რონელები თამაშში დააბრუნა აბნერ ვინისიუსმა, მატჩის 94-ე წუთზე კი ალექსანდერ ლაკაზეტმა "კრაიხგაუერსის" კარში გაიტანა მე-2 ბურთიც, მაგრამ მსაჯის ფინალურ სასტვენამდე, მასპინძლებმა ქულის გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება რიგასს, ფრე 1:1. საინტერესოა ის, რომ ორივე გოლი 85-96 წუთების შუალედში გავიდა. ლაშა ოდიშარიამ ითამაშა შეუცვლელად და მან ლატვიური გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მაღალი ქულაც მიიღო. მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა ლუკა სილაგაძე, რომელიც მოედანზე 90-ე წუთზე შემოვიდა.
ევროპა ლიგის ყველა მატჩი:
მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 პაოკი
ლაციო 2:1 პორტუ
ჰოფენჰაიმი 2:2 ლიონი
პლზენი 2:1 სოსიედადი
ალკმაარი 3:1 ფენერბაჰჩე
აიაქსი 5:0 მაკაბი
დინამო კიევი 0:4 ფერენცვაროში
რიგასი 1:1 ანდერლეხტი