რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა. კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდა.
რიგაში ჩატარებული წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა:
C ჯგუფი:
კვიპროსი
იტალია
საქართველო
ესპანეთი
საბერძნეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჩვენი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა კვიპროსი იქნება. მატჩები ლიმასოლში გაიმართება. ევრობასკეტი 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბერს დასრულდება.
კალენდარი:

თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ნაკრები პლეი-ოფში გავა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 1/8 ფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია