ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გასვლის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წილისყრის მოლოდინშია. FIBA EuroBasket 2025-ის ჯგუფების წილისყრა 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება, სადაც გაირკვევა, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგე ნაკრებები, ისე ის ქვეყანა, სადაც ჩვენს გუნდს მოუწევს ასპარეზობა.
ფიბამ 24 ნაკრები კალათებში ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით გადაანაწილა, რის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა.

ევრობასკეტზე 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდება (თითო კალათიდან, თითო გუნდი), რომელთაგან თითო ჯგუფი, თითო ქვეყანაში იასპარეზებს —
ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში. ერთიდაიგივე კალათაში ყოფნის გამო, საქართველო ფინეთთან ჯგუფში ვერ მოხვდება, შესაბამისად, არსებული 4 მასპინძელი ქვეყნიდან, 3 ვარიანტი გვრჩება.
ევრობასკეტი 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბერს დასრულდება.
წყარო & ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია