სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება. მაყურებელმა დღეს კიდევ 4 შეხვედრა იხილა, სადაც საკმაოდ საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
თავისი მატჩები მოიგეს ტურნირის ფავორიტებმა — გერმანიამ სლოვენიას აჯობა, ხოლო ინგლისმა ჩეხეთს. ორივე გუნდმა საკმაოდ მარტივი 3-3 ქულა მოიპოვა.
სენსაციურად ქულები დაკარგა ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელიც ფინეთს დაუზავდა. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ მატჩს, დანიამ უკრაინა საკმაოდ სანახაობრივ ბრძოლაში დაამარცხა.
ჩეხეთი 1-3 ინგლისი
გერმანია 3-0 სლოვენია
ფინეთი 2-2 ნიდერლანდები
უკრაინა 2-3 დანია
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები სტარტს 14 ივნისს აიღებს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეორე ტურის მატჩს საფრანგეთთან ჩაატარებს. ჩვენი ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








