UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიას პროვოცირება სცადა. მან ჩემპიონი გამოიწვია ბრძოლაზე, თუმცა ქართველმა არ ჩათვალა საჭიროდ ინგუშისთვის პასუხის გაცემა. მის პოსტს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, MMA-ს მაყურებლებმა "ელ მატადორის" მხარე დაიჭირეს და არა რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი სპორტსმენის.
30 წლის მებრძოლის პოსტის შინაარსი ასეთია:
"სანამ ჩემპიონი იმყოფება მსოფლიო ტურნეში და ქამრის დაცვის ნაცვლად, უბრალოდ მას ხალხს აჩვენებს, მე შემიძლია გავმართო ორი ბრძოლა და ტიტულისთვის მებრძოლი ორივე პრეტენდენტი გავანადგურო", - წერს ევლოევი და თან პროვოკაციულ ფოტოს ავრცელებს.
ხალხმა ინგუში გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის თავად იკავებს აქტიურობისგან თავს და წელიწადში მხოლოდ ერთ ბრძოლას მართავს. ამის გარდა, UFC-ში მოვსარს დღემდე არავინ დაუფინიშებია. ის უკვე წლებია, რაც ცდილობს 27 წლის ჩემპიონის ყურადღების მიქცევას, მაგრამ საწადელს ვერ აღწევს. დღეის მდგომარეობით, თოფურიას მომავალი სავარაუდო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება და არა რუსეთის დროშით მებრძოლი სპორტსმენი.