შვეიცარიის ქალაქი ლოზანა ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს, სადაც 57 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ასპარეზობა თურქმენი პარდაიევას დამარცხებით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფინელ მატიკაიენს მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი კარნა დაამარცხა.
1/2 ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგ ფავაზს იუკოთი აჯობა და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში კი, იტალიელი სისიკე ულამაზესი იპონით დაამარცხა და კარიერაში მე-3 გრანდ სლემი მოიგო.

ხვალ, ლოზანას გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღე გაიმართება და საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ლოლაძე (-73 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ), ზაურ დვალაშვილი (-81 კგ) და ნინო გულბანი (-70 კგ) დაიცავენ.











