კილიან მბაპემ პარის სენ-ჟერმენიდან წასვლა ოფიციალურად დაანონსა. ფეხბურთელს ელიან მადრიდის რეალში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მისი ტრანსფერი ზაფხულის დასაწყისში დაიხურება. ესპანურ პრესაში ბჭობენ, თუ რა ნომრით ითამაშებს ფრანგი ფორვარდი "სამეფო კლუბის" რიგებში?
საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის პრიორირეტია ათი ნომერი, რომელიც "ბლანკოსში" ამ დროისთვის ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. იმ შემთხვევაში, თუ ვეტერანი გამთამაშებელი წავა, 25 წლის ფორვარდი სწორედ მის ნომერს აიღებს. ხორვატი შუახაზელის დარჩენის შემთხვევაში კი მას სხვა ალტერნატივის მოძებნა მოუწევს.
ყველაზე რეალურად ვარიანტად ჩანს ცხრა ნომერი, რომელიც კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, თავისუფალია. მართალია, ფლორენტინო პერესი აღნიშნულ ნომერს ენდრიკ მორეირასთვის ამზადებდა, მაგრამ მბაპეს გადმოსვლით, შესაძლოა გეგმას გადაუხვიოს. დიდი ალბათობით ასეც იქნება: ხორვატიის ეროვნული გუნდის კაპიტნის წასვლამდე, ფრანგი ფორვარდი მე-9 ნომერი იქნება.