ლა ლიგის მეექვსე ტურში ვალენსიამ საკუთარ კედლებში მიიღო ჟირონა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ღამურების" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ამ სეზონში პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ცხადია, ეს ფაქტი ესპანური პრესის ყურადღების გარეშე არ ჩაივლიდა.
As: "მამარდაშვილმა მისთვის შესაფერისად, კარგად ითამაშა. ის ვალენსიას გამარჯვების საკვანძო ფიგურაა და რამდენიმე მომენტში მან რეალურად იხსნა თავისი გუნდი ბურთის გაშვებისგან. ჟირონასთან მატჩში გიორგის ჩვეულებრივზე ნაკლები სამუშაო ჰქონდა", - წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა.
DeporteValenciano: "მამარდაშვილის ლივერპულში წასვლის შემდეგ, ვალენსია ტკივილს იგრძნობს. ხომ არ შეიძლება მისი განათხოვრების წესით კიდევ ერთი წლით დატოვება? - ფაქტია, "წითლებში" გადასვლის შემდეგ, გიორგის "ღამურებში" უკან დასაბრუნებელი ბილეთი აღარ ექნება. თანაც წელს ის კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება.
"ლოს ჩესს" ქართველის სახით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს კარგავს. საუბარია კარის დარაჯზე, რომელსაც თავისი გუნდისთვის ქულები მოაქვს. დაუჯერებელი სეივების გარდა, "მურსელაგოსის" გოლკიპერს საოცარი ქარიზმაც აქვს. მის გარეშე, დღევანდელი გუნდი უბრალოდ წარმოუდგენელია", - წერს სხვა ესპანური გამოცემა.