საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ რეიმსს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა და ქართველის დებიუტიც შეაფასა.
"როცა ჩემპიონთა ლიგის 2 თამაში გაქვს, შუაში ჩემპიონატის მატჩის გამართვა ყოველთვის რთულია. რეიმსი თავს ძალიან კარგაც იცავდა.
თავის მხრივ, ჩვენც მეტი მომენტის შექმნა და გამწვავება გვმართებდა. იმაზე ცოტა შანსი გვქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ გვაქვს ხოლმე.
კვარასთვის პირველი მატჩი რთული იყო, მაგრამ კარგად ითამაშა. ის თანაგუნდელების და მეტოქეების გაცნობის პროცესშია. ეს კარგი ამბების მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა ენრიკემ.