ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში პსჟ საკუთარ მოედანზე ბრესტს დაუპირისპირდა და მარტივად, 7:0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ჩემი თანაგუნდელების ხარისხი და შესაძლებლობები მეოდანზე უზარმაზარია და ეს ძალიან მეხმარება, რომ თავი მეც კარგად წარმოვაჩინო.
ვფიქრობ, ყველა მატჩში ვამტკიცებთ, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე გავიდეთ", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს მეტოქე ლივერპული ან ბარსელონა იქნება.