პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ლიონის 2:3 დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია თავის პოზიციაზე არ თამაშობდა, ის გუნდში მაინც გამორჩეული იყო და ყველაზე მეტ მომენტს ქმნიდა.
მეორე გოლის დროს, უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა სწორედ მან გაუკეთა. კვარაცხელია მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანეს.
7 წარმატებული დრიბლინგი, 39-დან 36 ზუსტი პასი, 4 საკვანძო გადაცემა, 13 მოგებული ორთაბრძოლა, 5-ჯერ დაჯარიმებული მეტოქეები და ერთი ჩაჭრა - ეს ხვიჩას დეტალრი სტატისტიკაა ლიონთან მატჩიდან.
ამ შეხვედრაში კვარამ 8.6 შეფასება მიიღო და ჰაკიმის დუბლის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდა.