საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ უშუალო კონკურენტ მარსელს დაუპირისპირდა და მარტივად, 3:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით პსჟ კიდევ უფრო მიუახლოვდა საფრანეგთის ჩემპიონობას და ლიგა 1-ის მორიგ ტიტულთან მხოლოდ ერთ ნაბიჯშია. უახლოეს მდევარს ისინი მთელი 19 ქულით ასწრებენ.
სიტუაცია ასეთია - თუ შემდეგ ტურში პსჟ ერთ-ერთ აუტსაიდერ სტ.ეტიენს დაამარცხებს, მარსელი კი რეიმსთან ვერ მოიგებს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.
შესაბამისად, შესაძლოა, გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ მარტის თვეშივე, 7 ტურით ადრე გაინაღდოს თავისი პირველი პარიზული ტიტული.
რეიმსი-მარსელისა და სტ.ეტიენის-პსჟ-ს შეხვედრები 29 მარტს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება.