ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ნაპოლის მთავარ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე საუბრობს და მცირე კომენტარს ხვიჩა კვარაცხელაიზეც აკეთებს.
მოგეხსენებათ, ტრავმის შემდეგ კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა, თავის მხრივ, მისი კონკურენტი დავიდ ნერეში ბრწყინვალე ფორმაშია.
"წლების წინ, კონტესთან ხშირად მქონდა ხოლმე დაპირისპირებები, თუმცა ახლა უნდა ვაღიარო, რომ ის ნაპოლიში კარგ სამუშაოს ასრულებს და მის ხელში გუნდი კარგად თამაშობს.
ნერეში? - ის საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც კარგ ფორმაშია, ბევრ ასისტებს აკეთებს და უდინეზესთან საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
თუმცა ამის მიუხედავად, კვარაცხელია მშვიდად უნდა იყოს, რადგან ის საოცარი ფეხბურთელია და კონტე გამოსავალს აუცილებლად გამონახავს. კვარა ჩემთვის ლობოტკას შემდეგ საუკეთესოა და მის გარდა ყველას მირჩევნია. კონტე არავის დაჩაგრავს და მოდი, საუკეთესომ ითამაშოს", - განაცხადა კასანომ.