ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებას, როცა მან კვარაცხელიას 67-ე წუთზე შეცვალა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონტემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კვარას სანაკრებო პაუზის შემდეგ დასვენება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი არასდროს ცვლის, სკოტი მაკტომინეია, რომელიც გუნდს ყველაზე ბოლოს შეუერთდა.
შოტლანდიელი ფეხბურთელი ნაპოლის მაისურით უკვე ზედიზედ 9 მატჩია შეუცვლელად თამაშობს. კონტემ ამის მიზეზებზეც ისაუბრა.
"მაკტომინეი ხშირად შერბის საჯარიმოში და ქმნის მომენტს. მიუხედავად იმისა, რომ რომასთან მატჩში დიდი სივრცე არ ჰქონდა, ყოველთვის იბრძვის და დარბის.
ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრჯერ გამოჩნდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პოზიციაზე რასპადორისაც განვიხილავ, რომელიც ასევე საჭირო მოთამაშეა", - განაცხადა კონტემ.