ლივერპულთან გასამართი 1/8 ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გამართა.
"პირველ შეხვედრაში მარცხისგან ანალიზი გამოვიტანეთ, რენთან ვითამაშეთ და სრულად მოვემზადეთ საპასუხო შეხვედრისთვის.
ერთი რამის თქმა შემიძლია - თამაში დაიწყება თუ არა, პირველივე წუთიდან ჩვენი მთავარი ამოცანა მოედანზე გამარჯვებისთვის გასვლა და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებაა.
ერთმანეთს ეთამაშება ევროპის 2 გამორჩეული კლუბი, რომელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და საინტერესო შეხვედრა გველის.
ვინც მოედანზე იქნება, თავი ყველამ ერთად უნდა დაიცვას და ყველამ ერთად შეუტიოს. ბურთი უფრო ხშირად ჩვენ უნდა გვქონდეს და მომენტებიც ასე შეიქმნება", - განაცხადა ენრიკემ.