საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მატჩი ვერ მოიგო, ჯერ რენთან ფრედ 2:2 ითამაშა, შემდეგ კი ლილისთან იგივე ანგარიში დააფიქსირა.
სეზონის წარუმატებელი სტარტის მიზეზებზე კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ორი ვერმოგებული მატჩი? - ერთ პოზიტივს ვხედავ - რენთან და ლილისთან ამ სეზონში უფრო მეტი ქულა ავიღეთ, ვიდრე გასული სეზონის სტარტზე.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაღლილები არიან და მათ ფიზიკურად და მენტალურად აღდგენა სჭირდებათ.
რაც ხდება, ლოგიკურია, ეს მხოლოდ სეზონის სტარტია. დიდ ტიტულებს არა 11, არამედ 23 ფეხბურთელით ვიგებ, ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა ფეხბურთელი სრულად მზად რაც შეიძლება მალეს იყოს", - განაცხადა ენრიკემ.











