როგორც მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ 17 წლის ქართველი ტალანტი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.
ბართიშვილი მეთოფეებთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და არსენალში თამაში მომდევნო წლიდან შეეძლება, როცა ის 18 წლის გახდება.
ლონდონში ქართველი შემტევის ტრანსფერს დადებითაც ეხმაურებიან და ტრანსფერმა სოციალურ ქსელებში კარგი გამოხმაურება გამოიწვია, გთავაზობთ, არსენალის რამდენიმე გულშემატკივრის კომენტარს:
"ანდრია ბართიშვილი ერთ ფეხბურთელს მაგონებს, ის ჩვენთან თამაშობდა, სახელად სანტი კასორლა"
"ჯერ კიდევ არ იცით, რა ნიჭის მქონე ფეხბურთელი შეემატება პრემიერ ლიგას"
"მხოლოდ 17 წლისაა და მისი დრიბლინგი უბრალოდ გასაოცარია"
"მიკელ არტეტას სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელის სჭირდება"
"ბართიშვილი გამორჩეული ტალანტია მათ შორის, ვინც არსენალმა დაიმატა"
ANDRIA BARTISHVILI: Is only 17y/o, but is going to be a Premier League star ⭐️
— Gunners (@Gunnersc0m) August 29, 2026
Welcome to The Arsenal, Andria ❤️🤍 pic.twitter.com/BN6PPocaWu











