ეროვნული ლიგის 22-ე ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა. ყველაზე მოულოდნელი ანგარიში კი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დაფიქსირდა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი ტორპედო და დილა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ყველა ელოდა, რომ დაძაბული მატჩი უნდა გამოსულიყო, თუმცა დილამ ტორპედო ქუთაისშივე 5:1 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა.
სამტრედიამ მოუგებელი სერია შეწყვიტა და ახალ მწვრთნელთან, ვლადიმერ კაკაშვილთან ერთად პირველივე შეხვედრა მოიგო, მათ შინ გაგრა ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
სამგურალმა ერთ-ერთი კონკურენტი - კოლხეთი 3:0 გაანადგურა, ასევე ჩემპიონობისთვის მებრძოლმა დინამო ბათუმმა თელავში წააგო და კონკურენტებს ჩამორჩა. იბერიამ დინამო თბილისი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.