ეროვნული ლიგის პირველი ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, გაგრასა და ქუთაისის ტორპედოს შორის შედგა.
შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მათი ახალწვეული მეკარე რამან სიპანაუ დამაჯერებელი იყო.
32-ე წუთზე, ლამაზი კომბინაციის შედეგად შორეული დარტყმით ანგარიში ცოტნე ფაცაციამ გახსნა, საგოლე გადაცემა მას გასული სეზონის საუკეთესო ასისტენტმა ფელიპე პირესმა გაუკეთა.
57-ე წუთზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ხარებაშვილის გადაცემით გოლის ავტორი გიორგი პაპუაშვილი გახდა.
75-ე წუთზე კი ფელიპე პირესმა ასისტს გოლი დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის დროს, გიორგი კოხრეიძემ ბრწყინვალე პასი გააკეთა.
უცნაური იყო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევის, პაატა ღუდუშაურის როლი მოედანზე. ტორპედოს მაისურით მან მარცხენა მცველის ფუნქციები შეითავსა.