ეროვნული ლიგის მე-10 ტურში დღეს სამი შეხვედრა გაიამართა. მოქმედი ჩემპიონი იბერია ტყიბულის მეშახტეს ესტუმრა და 1:4 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი იყო, რომელმაც საორი მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. იბერიელთა მხრიდან ერთი გოლი პაატა ღუდუშაურის ანგარიშზეა.
უხვგოლიანი გამოდგა დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის დაპირისპირება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-2 წუთზე ბათუმელებმა გახსნეს, ამას ისიც დაემატა, რომ თბილისელებს მე-18 წუთზე კაცი გაუძევეს.
მიუხედავად ამისა, დინამო არ დანებდა და მასპინძელ მეტოქეს ტოლსწორად ეთამაშა. ანგარიში კალანდაძემ გაათანაბრა, კალანდაღიშვილმა კი ბათუმი კვლავ წინ გაიყვანა. 47-ე წუთზე რამუშმა წონასწორობა კვლავ აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა.
ტურის ბოლო შეხვერა წყალტუბოს სამგურალსა და გაგრას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.








