მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პსჟ ახლოს იყო ამ ტურნირის მოგებასანაც, თუმცა ფინალში ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა.
პარიზული გრანდი და ხვიჩა კვარაცხელია აშშ-ში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ლუის ენრიკეს ჰქონდა თავისი დღის წესრიგი, რომლითაც ფეხბურთელები ხელმძღვანელობდნენ.
- პირველ რიგში, ლუის ენრიკემ ტურნირის დაწყების წინ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ მიუხედავად წარმატებული, ხანგრძლივი და დამღლელი სეზონისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ფეხბურთელები ყველა მატჩში 100%-ით უნდა დახარჯულიყვნენ.
- პსჟ-ს ფეხბურთელების და სტაფის მოქცევის წესი ამერიკაში ზუსტად იდენტური იყო, როგორც პსჟ-ს კამპუსზე. იგულისხმება მომზადების სტილი, მიმდინარეობა და მიდგომა.
- ვინაიდან ამერიკის დროით მატჩები ზედმეტად ადრე იყო, (მაგ. 12:00, 13:00), ფეხბურთელებს გაღვიძება, საუზმე და მატჩისთვის მზადება 07:00 საათიდან უწევდათ.
- თამაშებს შორის შუალედ დღეებში ლუის ენრიკე ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას აძლევდა, ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ თუ ისინი თავისუფალ დროს საშოპინგოდ ან სხვა ადგილას გავიდოდნენ, ამით არაფერი დაშავდებოდა.
- ამ ყველაფერთან ერთად, ენრიკე თავის ფეხბურთელებს ნებას რთავდა, რომ თავიანთ ოჯახის წევრებთან ხშირი და ახლო კომუნიკაცია ჰქონოდათ.
- ლუის ენრიკე ხშირად ატარებდა თეორიულ განხილვებს, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების ნაწილი არაევროპული იყო და ფეხბურთელებს მათზე ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
- ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები წინასწარ გააფრთხილა, რომ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ, მათ 3-კვირიანი დასვენება მიეცემოდათ. შესაბამისად, შეკრება 4 აგვისტოს დაიწყება.








