მონაკოსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და პსჟ-ს მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. პარიზელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს.
წინა მატჩების მსგავსად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ შეხვედრაშიც რამდენიმე ექსპერტიმენტი ჩაატარა და დაკვირვებები აწარმოა.
თავიდან კვარაცხელია ჩვეულ მარცხენა ფლანგზე ვიხილეთ, შემდეგ მარჯვენა ფლანგზე, ბოლოს კი ფორვარდის პოზიციაზე, საიდანაც მან გოლი გაიტანა.
თამაშიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მარჯვენა შემტევის პოზიცია კვარასთვის ყველაზე დისკომფორტულია. მისი სტილი ცენტრისკენ ბურთის შეტანა და ხიფათის შექმნაა, მარჯვენა ფლანგიდან კი ამის შესაძლებლობები ეზღუდება. თან, ამ პოზიციაზე უსმან დემბელე საოცრად თამაშობს და ლიგა 1-ის ბომბარდირია.
არახალია, რომ კვარაცხელიასთვის ყველაზე კომფორტული მარცხენა ფლანგია. სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტთან მატჩში კვარა და ბარკოლა ხშირად გაცვლიან პოზიციებს. ლუის ენრიკე სტარტზე მარცხნიდან ქართველს აყენებს ხოლმე, თამაშის პროცესში ფლანგზე ბარკოლა გადადის. ამ ტაქტიკამ ყველა შემთხვევაში შედეგი გამოიღო.
ამ 3 შემტევისთვის კი ყველაზე დიდი კომფორტი სტაბილური ნახევარდაცვაა. ფაბიან რუისი, ვიტინია ლი და სხვები კვარა-დემბელე-ბარკოლას ტრიოს კარგი გადაცემებით ამარაგებენ და ხშირ შემთხვევაში სახიფათო მომენტები მათგან იქმნება.
ფაქტია, ენრიკე კვლავ ოპტიმალური ტაქტიკის ძიებაშია და ექსპერიმენტები ჯერ არ დასრულებულა.