სენტ-ეტიენისა და ანჟეს შეხვედრაშო ზურიკო დავითაშვილი აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა მეორე ტაიმში ის უკვე მოედანზე იყო. ახალგაზრდა ქართველმა ვინგერმა მოკლე დროში გააკეთა 2 ასისტი, რის შედეგადაც "მწვანეებმა" მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. რატომ აღმოჩნდა ის სათადარიგოთა სკამზე? ამ საკითხზე ისაუბრა რონელთა თავკაცმა, ეირიკ ჰორნელანდმა.
"დავითაშვილი უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ვგრძნობდი, რომ ემოციურად გადაღლილი იყო და ამიტომ, ზურიკოსთვის დასვენება აჯობებდა", - განაცხადა ნორვეგიელმა თავკაცმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, "ლეს ვერტსი" 19 ქულით მე-16 პოზიციაზე არის.
რაც შეეხება ქართველ შემტევს, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მას 22 შეხვედრაში შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ჟოფრუა გიშარის ბინადართა შემდეგი მეტოქე ნიცა იქნება.