ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია არანაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელია და 15 წლის ასაკშიც უკვე ბევრჯერ ვნახეთ მისი გამორჩეული თამაშები.
გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ძმა ახალი სეზონიდან დინამო თბილისის აკადემიაში ითამაშებს. მოგეხსენებათ, დიდ ფორუმზე მოსახვედრად ხვიჩამაც იგივე გზა განვლო და ყველაფერი დინამოდან დაიწყო.
რაც შეეხება პატარა კვარაცხელიას, თორნიკე ვიკინგებისა და ინტერის აკადემიაში ირიცხებოდა და ამ გუნდების მთავარი ლიდერი იყო.
გასულ წელს, თორნიკე კვარაცხელია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც იქნა გამოძახებული.