ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა მანუჩარ ყიფშიძემ (U 23, 70 კგ) ატაცში 133 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 161 კილოგრამით მეოთხე ადგილს დასჯერდა და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა ორჭიდის ჯამში მოგროვებული 294 ქულით.
მიმდინარე ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის ძალოსანმა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) კი ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
20-წლამდელებს შორის კი ძალოსანმა რევაზ მილდიანმა (70 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა






![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)








