მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, შონ ო'მალიმ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ჩემპიონი ოთხი წლის მანძილზე რჩებოდა წაუგებელი, მაგრამ ქართველ მებრძოლთან ის უბრალოდ უშანსოდ განადგურდა. 5-რაუნდიანი დომინირების შემდეგ, საჩემპიონო ქამარი "მანქანამ" წაიღო.
"ზედმეტად მეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში, მიყვარხართ", - წერს ყოფილი ამერიკელი ჩემპიონი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე "შუგას" შესახებ ისაუბრა დვალიშვილმაც, რომელმაც მეტოქეს მალე დაბრუნება უსურვა.
"ო'მალისთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე ის არ მძულს. უბრალოდ დომინირება და იმის ჩვენება მსურდა, რომ მისი გატეხვა შემეძლო. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რა თქვა ჩემზე. შონი ბევრს შრომობს, ვფიქრობ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ის ტოპ მებრძოლია, მაგრამ ახლა საუკეთესო მე ვარ", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.