UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა დანა უაიტს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტმა მებრძოლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მან მიღებული ჭრილობის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ნანობს.
"არ ვნანობ, რაც გავაკეთე. სოციალურ ქსელებში ზოგადად ვაქვეყნებ ყველაფერს და გამონაკლისი არც ის ჭრილობა იყო, რადგან სერიოზული დაზიანება ნამდვილად არ ყოფილა. ო'მალისთან ბრძოლამდე დარჩენილი იყო 3 კვირა, ეს ჭრილობა კი 5 დღეში მომირჩებოდა. ჩემს ვარჯიშზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია.
არაფერს ვნანობ, ასეთი ადამიანი ვარ. არ მინდოდა დანას განაწყენება და მესმის რატომაც აღელვდა ის. უბრალოდ წრილობა მართლაც არ იყო სერიოზული და თავს კარგად ვგრძნობ. ნაკერების მაკრატლით ამოღება? ყოველთვის ასე ვაკეთებ, უბრალოდ ვაღიარებ, რომ ამ შემთხვევაში ოდნავ დიდი მაკრატელი გამოვიყენე.
ბოდიში, რომ პატარა მაკრატელი არ მაქვს. თავდაპირველად ნაკერების ამოღება ვცადე დანით, თუმცა ძაფი ვერ გავჭერი. ამის შემდეგ გადავედი მაკრატელზე", - განაცხადა "მანქანამ". შეგახსენებთ, რომ მისი შონთან დაგეგმილი ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება.